03:35
19 მაისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს
10-03-2020

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

პროცესი აშშ-სა და "თალიბანს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და "თალიბანმა" სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე "ალ-ქაიდასა" და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.

AutoPlay
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კახა კალაძეზე უკეთესი ალტერნატივა არ ჰყავს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კახა კალაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები