აშშ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ვაქცინის 10 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება უახლოეს კვირებში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ სათანადო განხილვის დასრულების შემდეგ მოხდება. კიდევ 50 მილიონი დოზა კი წარმოების სხვადასხვა ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საჯარო მოხმარების გამოყენების ოფიციალური ნებართვა არ გაუციათ, ქვეყანას ვაქცინის მარაგი აქვს. ამ დრომდე აშშ-ში კოორნავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინის -„ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ - გამოყენებაა ნებადართული.
ექსპერტები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად აღნიშნული სამი ვაქცინა საკმარისი იქნება და აშშ-ს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აღარ დასჭირდება.