შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.