აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს "მრეწველებს", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბრისას განაცხადა."მრეწველები" ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდგომ ეტაპზე მათ, პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს "მრეწველებს". შესაბამისად, ფავორიტებში "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" გვერდით ვეღარ დავასახელებდი", - განაცხადა ივანიშვილმა.