რატომ არ მონაწილეობენ პრეზიდენტთან კონსულტაციებში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით - მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განმარტებები გაკეთეს. მათი განმარტებით, მსგავსი შეხვედრებისთვის პარლამენტი არსებობს. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს თავისი არგუმენტაცია, შესაბამისად, პარლამენტში იმსჯელებენ გაიზიარონ მისი მოსაზრებები თუ დაძლიონ ვეტო. კანონი სამი მოსმენით განხილული და დამტკიცებულია, შესაბამისად, კონსულტაციებს ამ ეტაპზე აზრი აღარ აქვს - ასეთია მმართველ8ი გუნდის პოზიცია