ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისივე თქმით, უპრეცედენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება.