არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ის მაჩვენებელი, რაც პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდეა დაფიქსირებული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნებოდა.