განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჭუბერში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვისა და გზების რეაბილიტაციის სპეციალისტები იმყოფებიან.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ასევე, სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის აჭარის, ქუთაისის ოფისებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.ასევე იხილეთ: სეტყვა, ძლიერი ქარი, წვიმა ელჭექით, მეწყრი და ღვარცოფი - 5-8 ივლისს ამინდი მკვეთრად გაუარესდება