კარნავალებით, სერიალებითა და ოქროსფერი პლაჟებით განთქმული ქვეყანა ყოველთვის უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. მას კონტრასტების ქვეყანას უწოდებენ - მდიდრული შენობებისა და ფუფუნების გვერდით ღატაკი დასახლებები, ე.წ. ფაველები ტურიტებს შიშის ზარს სცემს.ფაველები ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებია. ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, და მაღალია კრიმინალის დონე. უმრავლესობას აქვს ელექტროენერგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არალეგალურად არის გადმოყვანილი საქალაქო ქსელიდან. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ერთმანეთზეა ნაგები. ყველაზე ცნობილი ფაველა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოს ირგვლივაა.