ასე გამოიყურება ახლა ბორჯომის ხეობა - ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტოები.
ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჩერეს. სამუშაოებს ისინი ხვალ, დილით 06:00 საათიდან განაახლებენ.ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 თურქული, 1 აზერბაიჯანული და 2 ქართული ვერტმფრენი, ასევე თურქული თვითმფრინავია ჩართული.დღესვე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.