სირიის მიერ ასაქართველოს ოკუპირებული ტეროტირიების დამოუკიდებლობის აღიარებას მკვეთრი და მწვავე რეაქციები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ რომ ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება.საპარლამენტო უმცირესობა კი საკითხზე მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მოსვლას ითხოვს. სერგი კაპანაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა არა სახელმწიფომ არამედ რეჟიმმა: "ამიტომ, რაიმე ტრაგიკული ჩვენთვის არ მომხდარა", - თქვა კაპანაძემ. ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთი დაუბრკოლებლად ასრულებს პოლიტიკურ ამოცანებს. ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.