"არტTIME": კულტურის სიახლეები:
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "დასაწყისი" ტრიესტეს კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა
პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართა და დეა კულუმბეგაშვილმა, კიდევ ერთი წარმატების შესახებ თბილისიდან, დისტანციურად გაიგო.ფესტივალი 1989 წლიდან იმართება და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.
მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მიერ დახატული ტილო აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. უცნობია თუ რატომ გადაყვიტა მან ნახატის გაყიდვა.
ტელეარხის ცნობით, ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნა. კერძოდ, პრემიერმა პეიზაჟი 1943 წელს, მოროკოში დახატა
აუქციონის ორგანიზატორების შეფასებით, პეიზაჟის სავარაუდო ფასი 3,4 მილიონი დოლარია. აუქციონი 1-ელ მარტს ჩატარდება.
Vetements რომლის კრეატიული დირექტორი გურამ გვასალიაა კოლექციაში ჰონგ-კონგის აქციების თემის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს
კატალოგით წარდგენილი ზოგიერთი ლუქი ერთგვარი ალუზიაა ჰონგ-კონგში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე, რომლის დროსაც პოლიციამ პროტესტანტების ამოსაცნობად ლურჯსაღებავიანი წყლის ჭავლი გამოიყენა. გვასალიას თქმით, კოლექცია იმ "ჯოჯოხეთითაა შთაგონებული, რომელში ცხოვრებაც გვიწევს".
აუდიტორიის ნაწილს მიაჩნია, რომ კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ჰონგ-კონგში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს უნდა გადაერიცხოს, ვინც მოძრაობაშია ჩართული, სხვაგვარად "ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ პროტესტის 'ესთეტიკა' და დემოკრატიული მოძრაობა გამოიყენეს კოლექციისთვის".
მერაია ქერის და უჩივის ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, გასულ წელს მემუარები The Meaning of Mariah Carey გამოსცა, ნამუშევრის ერთ-ერთ თავში მან საკუთარი და, ელისონი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა.
არტისტის მტკიცებით, 12 წლის იყო, როცა ის ტრანკვილიზატორებს ასმევდა, და მის პროსტიტუციაში ჩაბმას ცდილობდა. მომღერლის ბრალდებების პასუხად ელისონმა სასამართლოს მიმართა და მერაიასგან კომპენსაციის სახით 1,25 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. მერაია და მისი და ერთად მას შემდეგ აღარ ცხოვრობენ, რაც მათი მშობლები განქორწინდნენ. უნდა აღვვნიშო ის რომ, მერაია ქერი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პოპვარსკვლავია, რომლის გარშემოც სკანდალები არ ხდება დ იმედია მალე მოაგვარებს ამ პრობლემას.
ბრიტანელი კაცი, რომელმაც სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა, სახელის შეცვლას არ აპირებს
2021 წლის დასაწყისში ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში, სტეფორდშირის საგრაფოში მცხოვრებმა 30 წლის ტომას დოდმა ახალი წლის ღამეს სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა. ერთი თვის შემდეგ მან გამოცემა Metro-ს განუცხადა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს და არც ძველი სახელის დაბრუნებას აპირებს.
ეიდენჰოვენის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულმა ანა-სოფი დინმანმა დისტანციის უზრუნველსაყოფი აქსესუარი შექმნა. ის, ფაქტობრივად, ხელს უშლის სხვას, ახლოს მოვიდეს და არსებობის შემთხვევაში, ინფექცია გაავრცელოს. თანაც, აღნიშნული აქსესუარი დასაკეცია და მომხმარებელს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში გახსნას. ნამუშევარი 500 პროექტიდან ერთ-ერთია ლონდონის დიზაინის ბიენალეზე.