ქართველი მეფეების დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფის შესახებ გამოცემული წიგნი ამაზონზე 20 დოლარად იყიდება.
თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ გვერდზე 21 იანვარს განთავსდა. გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის – “ოქროს ხანად” წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები.
ხატია ბუნიათიშვილი, პოპულარული ფრანგული ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა
ყოველთვიური გამოცემა კლასიკას“ თებერვლის ნომერში ქართველ პიანისტზე დიდი სტატიაც დაიწერა, პრესტიჟული გამოცემა, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ეწევა და ყველაზე წარმატებულ მუსიკოსებს იწვევს.
ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე თავად დაწერა.
ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ჩემ გამო ტესტირებები გაიკეთეს და ახლა თვითიზოლაციაში არიან. იმედი მაქვს, რომ ათ დღეში უკვე აღარ მექნება ვირუსი და შევძლებ, ვენის სახელმწიფო ოპერის შენობაში დაგეგმილ სატელევიზიო შოუზე ჩემი "კარმენით" წარვდგე. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს რაჭველიშვილი.
კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლში — ახალი ფილმიდან პირველი კადრი გავრცელდა. შეგახსენებთ პრინცესას გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, ფილმის სახელწოდება კი მისი გვარი სპენსერი იქნება. რაც შეეხება სიუჟეტს, ის იმ პერიოდს შეეხებაა როდესაც პრინცესა დაიანა თავისი ქორწინების წარუმატებლობაზე დაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ პრინც ჩარლზს უნდა გაშორდეს.
გადაღებები უკვე დაწყებულია და მისი პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე იქნება
ტელეწამყვანი ლარი კინგი 23 იანვარს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინგს 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა CNN- ზე "Larry King Live" , სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცნობილ ადამიანებს, სპორტსმენებსა და კინოვარსკვლავებს მასპინძლობდა.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის ჩამოართმევდა ინტერვიუს, ლარის უყვარდა მოკლე, პირდაპირი და მარტივი კითხვების დასმა. მან იცოდა, რომ ლაკონიურ კითხვებს ხშირად საუკეთესო პასუხები მოჰყვებოდა და ის არ სცდებოდა."
ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან
აღორძინების ხანის ფლორენციელი ოსტატის ტილო ერთ-ერთია პორტრეტების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალთა შორის, რომელიც დღემდე შემორჩა.
ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მე-15 საუკუნეში შექმნილი ნახატი ას მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება.
სენატორმა ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო საქველმოქმედო კოლექციად აქცია, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ის უბრალოდ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ესწრებოდა, მაგრამ მის ჯდომის მანერას, საკულტო ქურთუკს, და ხელთათმანებს მაყურებელმა გულგრილად ვერ შეხედა, სენატორ ბერნი სანდერსის ფოტო ინტერნეტის ჰიტი გახდა და მიმების დიდი ტალღაც გამოიწვია. სენატორმა ეს პოპულარობა საკმაოდ ჭკვიანური და სასარგებლო მიზნით გამოიყენა – ინაუგურაციის ცნობილი ფოტო სვიტერის პრინტად აქცია.
ამ შემოსავლით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ვერმონტის შტატის მცხოვრებ, პაციენტებს საკვებით უზრუნველყოფს. თითოეული მაისურის ყიდვა ონლაინ, 45 დოლარად არის შესაძლებელი.