გელათის მონასტერში არასწორი რეაბილიტაციის გამო წყალი უკვე არა ერთხელ ჩავიდა, ნესტმა უძველესი ფრესკები დააზიანა, არასათანადოდ შეკეთებული სახურავის გამო.
შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრსა და იკორთა 2007-ს ჯარიმები 12 000-12 000 ლარი განესაზღვრათ, ახლა მის შეკეთებას კომპანია ბაგინეთი პლიუსი განახორციელებს.
ფილმი „შვიდკაცა“ რომელზეც რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში ტელეფილმების სტუდიაში მუშაობდა, 40 წლის შემდეგ, პირველად იხილავს მაყურებელი.
ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად, გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება და ნაწილობრივ დამონტაჟება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. წელს მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.
პოლიციამ და ვინჩის ნახატის მოპარული ასლი იპოვა, რომლის მუზეუმიდან გაუჩინარება ვერავინ შენიშნა, რადგან პანდემიის გამო დაკეტილი იყო.
ნახატი 36 წლის მამაკაცის საძინებელში აღმოაჩინეს. რომელიც 2017 წელს, აუქციონზე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ — $450 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი მხატვარ ჯაკომო ალიბრანდის ეკუთვნის. მუზეუმში შეღწევის მცდელობის არანაირი ნიშანი აღმოჩენილი არაა, პოლიცია ახლა იძიებს, როგორ მოიპარეს ნახატი დაწესებულებიდან
ტიფანი ტრამპი 23 წლის მილიარდერზე დაინიშნა
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის გასვლის პარალელურად, ტიფანი ტრამპმა საზოგადოებას მისი დანიშვნის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა, მისი რჩეული 23 წლის მაიკლ ბულოსია.
პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ამერიკული ჟურნალის Elle-ს თებერვლის ნომრის სტუმარია.
51 წლის არტისტი გამოცემას ახლად დაარსებული კოსმეტიკის ბრენდის JLo Beauty პრომოუშენის ფარგლებში ეწვია და ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოხელოვან მიქეია კარტერის მიერ გადაღებული სურათები "ელის" გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდება.
მაკოლეი კალკინი ემხრობა იდეას, რომ საკულტო საახალწლო ფილმში— Home Alone-ის მეორე ნაწილში დოლანდ ტრამპის სცენა ამოჭრან ან ის სხვა მსახიობით ჩაანაცვლონ.
ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გააზიარა სადაც ტრამპი მთლიანად ამოჭრილია სცენიდან, რაც მაკლოლეი კანკინმა მოიწონა და კომენტარი „ბრავო“ დაწერა. ამერიკის ყოფილი პრეზინდენტი Home Alone-ის მეორე ნაწილში რამდენიმე წუთით ჩანს, როდესაც ის კევინს სასტუმროში სწორ მიმართულებას ასწავლის. ვისთვისაც უცნობია შეგახსენებთ რომ, ეს სასტუმრო სადაც მოვლენები ვითარდება დონალდ ტრამპს ეკუთვნის, რომელიც გადამღებ ჯგუფს ანაზღაურების გარეშე დაუთმო, იმ პირობით რომ ფილმში გამოაჩენდნენ, ამიტომ ეს სცენაც სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია.
პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ საკუთარი ბრენდის Savage X Fenty ახალი კოლექცია გამოუშვა. 32 წლის არტისტმა სარეკლამო კამპანიაშიც თავად მიიღო მონაწილეობა.
ფოტოსესიისთვის ლალის თვლებით გაფორმებული ორი ბრილიანტის ყელსაბამი შეირჩა. მათი ღირებულება ჯამში 2 მილიონი აშშ დოლარია. ამასთან, რიანას ვინტაჟური ბეჭდები და სამაჯურები ამშვენებს, რომელთა ფასიც მთლიანობაშ $130 000-ს აღწევს. რაც შეეხება ქალის თეთრეულს, მისი ღირებულება 22-დან 129 დოლარამდე მერყეობს.