კვირის განმავლობაში გავრცელებულ კულტურის სიახლეების მიმოიხილვა:
თბილისში, ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი განთავსდა.
შუშის „უხილავ კედელზე“ მავთულხლართის გრავირებაა გაკეთებული. მის ორ მხარეს კი, სიმბოლურად, ბიჭი და გოგოა, რომლებიც ოკოპაციის გამო განცალკევებულები არიან და ვერ ეხებიან ერთმანეთს. მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა.
ნამუშევარი კრწანისში დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურში გამარჯვების შემდეგ განთავსდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. რასაც მასიურად ნეგატიური შეფასება მოჰყვა და შემდეგ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერებდა, თუმცა ახლა ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად კონტრაქტი საბოლოოდ ოფიციალურად შეწყდა.
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება და ცერემონიის წამყვანი, მსახიობი ტომ ჰენკსი იქნება. ინაუგურაციაზე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო, ბონ ჯოვი დასხვა შემსრულებლები. ღონისძიება, სახელად Celebrating America [ვიზეიმოთ ამერიკა] 90 წუთი გაგრძელდება და ტელევიზიებით —პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიების კინოკრიტიკოსების ასოციაციამ პრემია Critics Choice Super Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოვება ონლაინ ფორმატში გაიმართა, შოუს წამყვანები რეჟისისორი კევინ სმიტი და მსახიობი დენი ფერნანდესი იყვნენ.
ნომინაცია საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი გაიმარჯვა მანდალორენმა . 2 ) ასევე ნომინაცია საუკეთესო სუპერგმირი ნომინაციაში გაიმარჯვა სერიალმა „ბიჭები“. 3) ჯილდო საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მიიღო მულტფილმა „სული“ . 4. ასევე დაჯილდოვდა ჯიმ ქერი ანიმაცია „ზღარბი სონიკში შესრულებული როლისთვის.
5 საუკეთესო მსახიობი საშინელებათა ფილმში „The Invisible Man“ შესრულებული როლისთვის გაიმარჯვა ელიზაბეტ მოსსმა.
ყველაზე მეტი ჯილდო - 5 - Netflix-ის პროექტებს ხვდა წილად, Amazon-ის, Disney-სა და Universal-ის შოუებმა კი 4-4 ნომინაციაში გაიმარჯვეს.
Vetements-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება 22 იანვარს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება ბრენდის მეორე პრეზენტაცია, რომელსაც დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ მისი ძმა გურამ გვასალია ხელძღვანელობს. ჯერ-ჯერობით უცნობია სად გაიმართება , თუმცა, როგორც დაანონსდა, ეს ბრენდის ყველაზე დიდი ჩვენება იქნებ რაც კი აქამდე ჰქონიათ.
ამერიკის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამერიკული ვოგის თებერვლის ნომრის ყდაზე კონვერსის კედებით გამოჩნდა, რასაც სოციალურ ქსელებში მასიური კრიტიკა მოჰყვა, საზოგადოების კრიტიკის მთავარი მესიჯი ასეთია: ეს ფოტო არ სცემს სათანადო პატივს მის ისტორიულ მიღწევებს და აუფასურებს კამალას, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსს
რაც შეეხება მის ჩაცმულობას , ვოგის ყდაზე კამალას მაიკლ კორსის სამოსი აცვია. დიდი ალბათობით, მომავალი 4 წელი, ჰარისი მხოლოდ ამერიკული ბრენდების სამოსს ჩაიცვამს.
ამერიკული გამოცემის Sorbet Magazine-ის 30-ე საიუბილეო გამოცემის მთავარი გმირი მონიკა ბელუჩი გახდა. 56 წლის ვარსკვლავლმა გამოცემისთვის კაბარეს სტილის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და Cartier-ს ძვირფას სამკაულში საკუთარი სილამაზით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება.
გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ყველასთვის საყვარელი სერიალი Sex and the City გადაღებები დაიწყო თუმცა, სამწუხაროდ კიმ კეტროლი, რომელიც სამანტა ჯონსის როლს ასრულებს, აღარასდროს აპირებს სერიალში დაბრუნებას.
სარა ჯესიკა პარკერი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ კიმმა კასტის წევრებთან მეგობრობა უარყო. "ეს ჩემთვის ძალიან შემაწუხებელია, რადგან ეს გამოცდილება მე სულ სხვაგვარად მახსენდება; მართალია, ეს პროფესიული გამოცდილება იყო მაგრამ წლების განმავლობაში პირად ცხოვრებაშიც დაიმკვიდრა თავი.
სლოვაკმა არტისტმა ტომას ლიბერტინიმ 60 თასი ფუტკრის ცვილისგან, ნეფერტიტის ბიუსტი შექმნა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ამზადებდა. „მარადისობა“ ასე ჰქვია ხელოვნების ნიმუშს რომელიც ეგვიფტის დედოფლის, ორიგინალი პორტრეტის სამი დე მოდელს ეფუძნება.
1000-ზე მეტი ექსპონატის ნახვა უკვე ინტერნეტითაა შესაძლებელი. რაიხის მუზეუმის ადმინისტრაციამ ნამუშევრების გაციფრულების გადაწყვეტილება მიიღო და კოლექციების დათვალიერება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, ონლაინ არქივი მოიცავს ვანგოგის რემბრანტის დელფტის და კიდევ სხვა ლეგენდების ნამუშევრებს. ამისათვის თქვენ მხოლოდ რაიხის მუზეუმის ოფიციალურ ვებ გვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ.