საყოფაცხოვრებო ქიმია დიასახლისებისთვის შრომის გამარტივების საშუალებაა. სარეცხი ფხვნილებისა და სითხეების ნაირსახეობა, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, აბაზანისა და სამზარეულოსთვის განკუთვნილი ქიმია, ჩამონათვალი, რომელიც დიასახლისებს დროისა და შრომის ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს, თუმცა რამედნად მჭიდროდაა დაკავშირებული სისუფთავის დამყარება მძიმე დაავადებებთან, ამაზე ალბათ არავინ ფიქრობს. ნერვული სისტემის დარღვევები, კანის პრობლემები, ალერგიები, ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების დაავადებები, ასევე ონკოლოგიური რისკების ზრდა, შესაძლოა მსგავსი პრობლემები სწორედ საყოფაცხოვრებო ქიმიას უკავშირდებოდეს, როგორ უნდა ავარჩიოთ შედარებით უსაფრთხო პროდუქტი და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის სწორად, რომ იდეალური სისუფთავის დამყარება, შემდგომში სიცოცხლის ფასად არ დაგვიჯდეს.