კომბოსტო, ბოსტნეული, რომლის შეძენაც მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია, არ ღირს ძვირი. ხალხში უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული სხვადასხვა ბოსტნეულისა და ხილის სასარგებლო მხარეებზე, თუმცა ამ მხრივ კომბოსტოს არ გამოარჩევენ. სინამდვილეში კომბოსტო ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც არაერთ დაავადებასთან ბრძოლაშია ეფექტური. დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ ყველაფერს კომბოსტოს ყველაზე გავრცელებული სახეობების შესახებ. ბროკოლი, ყვავილოვანი და ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო, ეს ის სამი სახეობაა, რომელიც ყველაზე პოპულარულია. რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შეძენისას, რომელს რა უპირატესობა აქვს და ასევე როგორ უნდა მიირთვათ ის, რომ ორგანიზმში კიბოს უჯრედების არსებობის შემთხვევაში, მათი ზრდა შეჩერდეს.