3 ლიტრი შამპუნი, 1 ლიტრი შხაპის გელი, 1 კილოგრამი საპონი, დაახლოებით ამ რაოდენობის ჰიგიენურ საშუალებებს მოიხმარს ადამიანი წლის განმავლობაში. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ რაც შეიძლება ხშირად და ბევრი ჰიგიენური საშუალება მოვიხმაროთ ყოველდღიურად, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მათი ხშირი მოხმარება, მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რა ინტენსიობით და რომელი შამპუნი და საპონი უნდა მოვიხმაროთ, რომ ის სახიფათო არ აღმოჩნდეს ჩვენთვის, რომელი პროდუქცია იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და რატომ უნდა წავიკითხოთ აუცილებლად ჰიგიენური საშუალებების ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია, მიუხედაად ძალიან წვრილი შრიფტისა, გაიგეთ ყველაფერი, რისი არცოდნაც აკრძალულია.