ღვინო - ალკოჰოლური სითხე. სასმელი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური დღესასწაულებზე ხდება. ის საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილიცაა, წორედ ამიტომ მის მიმართ ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში ბევრ ოჯახს აქვს და დღესასწაულებზეც საკუთარ ნატურალურ პროდუქტს მიირთმევენ, თუმცა ბევრს ღვინისა და შამპანურის ყიდვა მაღაზიასა და ბაზარში უწევს. რამდენად დაცულია მომხმარებელი ფალსიფიცირებული ღვინის ყიდვისგან და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მისი შეძენის დროს, რომ ხარისხიანი ალკოჰოლი მიირთვას, რა საფრთხეებია უხარისხო ღვინოში და როგორი ღვინის მიღება არ არის რეკომენდებული, ამ კითხვაზე პასუხების გარდა დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რჩევებს ექიმისგან, რა რაოდენობით უნდა მიირთვათ ღვინო, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ასევე რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ნაბახუსევზე.