გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს და „სრულ ვაკუუმშია“. როგორც თეონა თამაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ უკავშირდება და ისიც კი არ იცის, მუშაობს თუ არა გამოძიება მისი შვილის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაზე.
23 წლის გოგონას დედა თვითმკვლელობის ვერსიას ისევ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მის შვილს ამბიციური გეგმები და მიზნები ჰქონდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მომხდარს კონკრეტულად მისი შვილის სამსახურს არ უკავშირებს, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ეს თამარ ბაჩალიაშვილის პროფესიას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.