არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს - ეს საკითხები არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.კობახიძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბარს „სპეკულაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ „დამარცხებული პოლიტიკური ძალის “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, აქცენტი სხვა რაღაცეებზე გადაიტანოს“.„შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული სპეკულაციები გვესმის, თუმცა ამას საფუძველი არ აქვს. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და ამ პროგრამის შესაბამისად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მან ისიც აღნიშნა, რომ გუნდს მუდმივი გაძლიერება და განახლება სჭირდება და განსაკუთრებული აქცენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება.