"ყაზტრანსგაზ თბილისი" დღეს არც მიწისაა და არც ცისა"- ამბობს გიგი უგულავა. კომპანიის არაეფექტურობის მიზეზად თბილისის ყოფილი მერი იმას ასახელებს , რომ კომპანია მისივე თქმით, არც სახელმწიფოსია და არც კერძო. ამ თემაზე მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ისაუბრა. უგულავას თქმით, თუ "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ხვიჩა მაქაცარია, გამოდის, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის კახა კალაძე, რაც ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ტრაგედიაა.