არც ერთი მიკროავტობუსი ამ დროისთვის გაფიცული არ არის, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსს კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს. როგორც ”თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, დედაქალაქის მასშტაბით არც ერთი მიკროავტობუსი საწვავად ბუნებრივ აირს აღარ გამოიყენებს და ბენზინსა და გაზს შორის არსებულ ფინანსურ სხვაობას ”თბილისის მიკროავტობუსი” დაფარავს. დღეს დილით საწვავად გაზის გამოყენების აკრძალვა 118 ნომერი მიკროავტობუსების მძღოლებმა გააპროტესტეს.