თბილისის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საპროტესტო აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს. აქციაში დეპუტატი ემზარ კვიციანიც მონაწილეობდა მან სოლიდარობა გამოუცხადა აქციაში მონაწილე ადამიანებს რომლებიც უკვე ხუთი დღეა თბილისში ადგილს არ ტოვებენ. მისი ინფორმაციით აქციის დაწყებიდან დღემდე არცერთი მიწის მონაკვეთი არ გასხვისებულა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები დაიწყო რომელიც სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებთან გრძელდება.