ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უახლოეს მომავალში რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ფრანგს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება სურს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვენგერი კარიერას პარიზ სენ ჟერმენში გააგრძელებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ ხელაიფიმ ჭორებს წერტილი დაუსვა და ტომას ტუხელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.