დღეს, ექიმ გინეკოლოგმა არსენ გვენეტაძემ წიგნის, სახელწოდებით "სექსი და სიყვარული", პრეზენტაცია გამართა. წიგნი ერთგვარად შემეცნებითია და მასში, ამ მხრივ, საზოგადოებაში არსებული პრობლემებია წარმოჩენილი.
როგორც ავტორი ამბობს, მსგავსი წიგნების გამოქვეყნება მნიშვნელოვანია რადგან, აღნიშნულ თემას საზოგადოებაში ჯერ კიდევ ტაბუ აქვს დადებული.