ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ამჟამად აბაშიძე ყაზახეთში მკურნალობის კურსს გადის.
"ელჩი გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც", - აცხადებენ სამინისტროში და იქვე დასძენენ, რომ ვირუსი მხოლოდ ზურაბ აბაშიძეს დაუდასტურდა ხოლო მისი მეუღლე ინფიცირებული არ არის.