რატომ არ არღვევს დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილს და არ საუბრობს საკუთარ უდანაშაულობაზე? - ამ შეკითხვას მამა გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" უპასუხა.როგორც მან აღნიშნა, მამა გიორგის მისი დაკავებიდან 6 საათის შემდეგ წარუდგინეს მისი ბარგი და ამას 6 საათი არ სჭირდება. მამა გიორგი აცხადებს, რომ ციანიდი არ ჰქონია.ადვოკატის თქმით, მან არაფერი იცის იმ ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ, სადაც ასახულია, რომ მამა გიორგი მამალაძე ციანიდს ზესტაფონში ყიდულობს.