არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას წარადგენს. ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4 - წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებს.