არსებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს ხვდება.
აღსანიშნავია, რომ 21:00 საათიანი "კურიერის" მსგავსად, ეთერში "კურიერი" არ გასულა არც დილით, 09:00 საათზე.
გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები განცხადების გაკეთებას გეგმავენ. ტელევიზიის არც მენეჯმენტს და არც თანამშრომლებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.