არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

2020-05-19 10:55:59+04:00

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სოციალური საცხოვრისის ბინადრები ავრცელებენ. მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდები საცხოვრისის ეზოში იყვნენ, როცა პოლიციამ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, აღნიშნულს კი ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე პირს დაზიანებები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.