არსებული ინფორმაციით, გლდანში 35 წლის მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, გლდანში 35 წლის მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა

2021-07-15 13:01:07+04:00

არსებული ინფორმაციით, გლდანში 35 წლის მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.