ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ "იქს ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი გასვიანია. შსს-ში არ ასაჯაროვებენ დაკავებული პირების ვინაობას და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ, თუმცა ადვოკატი გასვიანის დაკავებას ადასტურებს. კახა ხვისტანის ინფორმაციით, გასვიანი სამართალდამცველებმა გუშინ, სამსახურში დააკავეს, ბრალს კი დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. აღნიშნულ საქმეზე სხვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.