არსებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება. აღნიშნულ საკითხზე თავად მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეზე იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, რომლის დაკითხვასაც საინტერესოდ გამოძიება მიიჩნევს. ინფორმაცია, რომ თეთრუაშვილი საპატრიარქოს შენობაში დაიკითხა გუშინაც გავრცელდა, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ეს ცნობა უარყვეს.
იხილეთ:
პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა