ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მოკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.