არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო. ამ სკანდალურ განცხადებას გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას პაპამ აკეთებს. ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, რდ ინფორმაცია მას გამომძიებლებმა მიაწოდეს და ურჩიეს, რომ ეს ვიდეო არ ენახა. თუმცა მისივე თქმით, ის გეგმავს ვიდეომასალა ნახოს, რადგან აქვს კითხვები, რომელთა ნაწილსაც პასუხი შესაძლოა ამ კადრებმა გასცეს. ბერიაშვილი ამბობს, რომ თუ მისი ეჭვები გამართლდა, ის გორიდან დაიწყებს და მხარდაჭერას მთელ საქართველოს სთხოვს.მოკლული გოგონა გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.
მამაკაცი, რომელსაც გორში 8 წლის გოგონას მკვლელობა ედება ბრალად - დაკავების კადრების შსს ავრცელებს