04:12
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
არსებობს მოზასრება, რომ უძველესი მოციგურავეები იყვნენ კიმერიელები, რომლებიც გაყინული დნეპრის შესართავზე ძვლის ციგურებით სეირნობდნენ - ციგურების "ევოლუცია"
15-12-2021

სპორტული აქტივობები, შეჯიბრებები და თამშები უძველესი დროიდან მოყვება კაცობრიობას და თითოეული სახეობის ევოლუციას თავად ტექნიკის და საჭირო აქსესუარების განვითარება ან სახეცვლაც მოჰვება. ზამთრის სპორტშიც აღმოაჩინა ადამიანმა თვითგამოხატვის საშუალება და მათ შორის რამდენიმე სახეობა ყინულზე სხვადასხვა ფორმით სრიალია. თავად სპორტის სახეობის ჩამოყალიბება პირველ რიგში გეოგრაფიულმა მდებარეობამ და კლიმატმა განაპირობა. არსებობს მოზასრება, რომ უძველესი მოციგურავეები იყვნენ კიმერიელები, რომლებიც გაყინული დნეპრის შესართავზე ძვლის ციგურებით სეირნობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულის ციგურები დღემდეა შემორჩენილი, რომლებიც ამჟამად ინახება ბერნში (შვეიცარია). ცნობილია აგრეთვე ძვ.წ I ათასწლეულის ციგურები. ძვლის ციგურები გამოიყენეს რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგალითად, მე-12 საუკუნეში, რომელთა შესახებ ბერი სტეფანიუსი მოიხსენიებს თავის ნაშრომში, სადაც გაყინულ მდინარეზე ამ საშუალებით გადაადგილებას ახსენებს.

ნიდერლანდების გეოგრაფიული ეკო სისტემა ხელს უწყობდა ზამთარში  მრავალ გაყინულ მდინარეზე და არხიზე სრიალის განვითარებას. ახალ ტექნიკაზე გადასვლა, რომელიც ძირეულად არ შეცვლილა დღემდე,  ჰოლანდიელების მიერ განხორციელდა მე-13-16 საუკუნეებში, რომლებმაც  მოძრაობის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. მე-17 საუკუნეში ახალგაზრდებმა დაიწყეს ჩქაროსნული სრიალის შეჯიბრებების ორგანიზება, რის შემდეგაც ხშირად იწყებოდა ყინულზე ცეკვაც, ამან კი თავის მხრივ მოგვიანებით თანამედროვე სპორტული სახეობის ჩამოაყალიბა როგორც ჩქაროსნულ  ასევე ფიგურულ სრიალში.

მე-13 საუკუნეში ციგურების დამზადების ტექნოლოგიაში ჰოლანდიასა და ისლანდიაში ცხოველის ძვლები შეიცვალა ხით, რომლებშიც ჩასმული იყო ლითონის მახვილი კანტები, რაც შეიძლება თანამედროვე ციგურების პროტოტიპად მივიჩნიოთ. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ხე  ფოლადმა შეცვალა.

 

AutoPlay
წიგნი - უძველესი ცივილიზაციიდან ციფრულ ბიბლიოთეკამდე
19-01-2022
საღებავი - პიგმენტირებული თხევადი და ხსნადი საშუალება - რა ფუნქცია აქვს საღებავს და როგორია მისი შემადგენლობა და გამოყენების პრინციპები
12-01-2022
ნაძვის ხის ფერადი ნათურები და მათი ისტორია
05-01-2022
"ადვენთ კალენდარი" - საშობაო დღესასწაულის ტრადიცია
05-01-2022
საიდან იღებს სათავეს ნაძვის ხის ფერადი სათამაშოებით მორთვის ტრადიცია და არის თუ არა ის წარმართული ტრადიციებისა და რიტუალების გაქრისტიანებული ვერსია?
31-12-2021
იცით, რომ კალენდარი ასტრონომიას ეფუძნება და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს რელიგიურ კანონებს? - როგორ შეიქმნა კალენდარი - კვირის დღეების, თვეებისა და წლების დაანგარიშების დღეისთვის არსებული ვერსიის ავკარგიანობაზე გიამბობთ
29-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები