13:45
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
არსებობს მეთოდები, რომლითაც ადვილად დაადგენთ ტყავისგან დამზადებული სამოსი ნატურალურია თუ ხელოვნური - მოჭმუჭნეთ ქსოვილი ხელში...
08-06-2019

განსაკუთრებით ძვირადღირებულია ნატურალური ტყავისგან დამზადებული სამოსი. არის შემთხვევები, როცა ხელოვნურ ტყავს ნატურალურად ასაღებენ და მომხმარებელიც ადვილად ტყუვდება, რადგან არსებობს ხელოვნური ტყავის დამუშავების ისეთი მეთოდები, რომლის გამოყენების შემდეგაც რთულია ხელოვნურის ბუნებრივისგან გარჩევა.  თუმცა არსებობს მეთოდები, რომლითაც მიხვდებით ხომ არ ცდილობენ თქვენს შეცდომაში შეყვანას და ხელოვნურის, ნატურალურად გასაღებას. ამ მეთოდების გამოყენებით ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ტყავის ის სამოსი, რომელიც  უკვე შეძენილი გაქვთ.

პირველ რიგში მოკიდეთ ხელი მას, ნატურალური მომენტალურად მიიღებს სხეულის ტემპერატურას, ხელოვნური კი დიდხანს დარჩება ცივი, ასევე თუკი გარკვეული ხნის მანძილზე მას ხელს არ გაუშვებთ, ხელი გაგიოფლიანდებათ, ნატურალურის შემთხვევაში კი ხელი დარჩება მშრალი. ნატურალური ტყავის მეორე მხარე უნდა იყოს ხავერდის, ზამშისმაგვარი, ნატურალური ბოჭკოები. ხელოვნურზე კი შიგნიდან განსხვავებული ქსოვილი იქნება მიმაგრებული. თუ ტყავის ქსოვილი არ არის დამუშავებული სპეციალური წყლის დამცავი ხსნარით და ის წყალს არ შეიწოვს და გადმოიღვრება, ხელოვნურია, რადგან ბუნებრივმა წვეთები უნდა შეიწოვოს და  შეწოვის ადგილი გამუქდეს. თუ კარგად დააკვირდებით ბუნებრივი ტყავის ზედაპირზე ნახატი არ მეორდება, სინთეტიკურზე კი პირიქით. მოჭმუჭნეთ ქსოვილი ხელში, ნატურალური ტყავი მარტივად გასწორდება და დაიბრუნებს პირვანდელ ფორმას, ხელოვნური კი დარჩება დაჭმუჭნული.  სანამ მისგან სამოსს შეკერავენ, ხელოვნურ და ბუნებრივ ტყავსაც ღებავენ, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ხარისხის შემოწმება. გაუსვით სველი თეთრი ნაჭერი ზედაპირს, ხარისხიანის შემთხვევაში ნაჭერზე საღებავი არ გადავა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყიდვისას ასეთი მეთოდით სამოსის ზედაპირს ვერ შეამოწმებთ, გირჩევთ შეიძინოთ ზედაპირის დამცავი სპეციალური საშუალება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს ზედაპირს საღებავის გადასვლიდან. ნატურალური ტყავით დამზადებულ ნებისმიერ ნივთს, ასეთი ნიშანი უნდა ქონდეს.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
"იცავს 48 საათი" და "არ ტოვებს ლაქებს" - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის წარწერები, რაც ანტიპერსპერანტების ეტიკეტებზეა?
05-07-2019
დამტკიცებულია თუ არა მოსაზრება, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპერანტი კიბოს ან ლიმფურ კვანძებს იწვევს?
04-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები