არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნახა სხვადასხვა პირის მიერ გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც გარკვეულ დეტალებში განსხვავებაა და რომლის გამოც ადგილის ხელახალი დათვალიერების აუცილებლობა დადგა. ნიკოლეიშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები მასთან ითანამშრომლებენ და გარკვეულ მასალებს გადასცემენ, რათა მოხდეს სპეცოპერაციის ღამის დეტალური აღდგენა.