არნოლდ შვარცნეგერი ლოს-ანჯელესში მომხდარი მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი გახდა. ავარიის შედეგად ოთხი მანქანა, მათ შორის მსახიობის GMC Yukon დაზიანდა. დაშავდა Toyota Prius-ის მძღოლი ქალი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა მონაწილე ადგილზე ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკითხა. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ყოფილი გუბერნატორის ალკოტესტი უარყოფითია. "ბატონი შვარცნეგერი თავს კარგად გრძნობს, მას დაშავებული ქალის ბედი ანაღვლებს". წერია მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაში.
გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით ავარია შვარცნეგერის დაუდევრობით მოხდა. მსახიობმა წითელ შუქზე გაიარა და გზაჯვარედინზე მიმავალ ტოიტას დაეჯახა.