ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მივიდა, როგორც მან განაცხადა გვარამიას საქმეს ისევე, როგორც სხვა გახმაურებულ საქმეებს არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, შესაბამისად პოლიტიკური მართლმსაჯულებით საქართველო ვერ შეძლებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას რადგან პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, საქართველოს კვლავ სიბნელეში ყოფნას ნიშნავს. როგორც ახვლედიანმა განაცხადა ერთი მხრივ ჩვენი ხელისუფლება ბრიუსელს ხელს უწვდის და მეორე მხრივ უმოწყალოდ სჯის ოპონენტებს რაც ნიშნავს, იმას რომ მათ არაფერი ქართული არ აინტერესებთ.