არქტიკაში მეცნიერებმა ყინულში პოლიეთილენის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ვერტმფრენებით არქტიკის რამდენიმე ადგილას დაეშვა და ყინულის ნიმუშები აიღო. მათი თქმით, დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე მათ არაერთ ადგილას შენიშნეს პოლიეთილენის ნარჩენები, რაც ზღვის ბინადრებს და გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. თუმცა, ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ პოლიეთილენი ყინულში საკმაოდ ღრმადაც იპოვეს, რაც გარემოს სერიოზულ დაბინძურებას ნიშნავს.
მეცნიერების თქმით, მსგავსი ფაქტები კლიმატურ ცვლილებებზე გავლენას ახდენს.