მას შემდეგ, რაც 17 აპრილს საფრანგეთის მთავრობამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის აღდგენის გეგმაზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. არქიტექტორები და გრაფიკული დიზაინერები საკუთარ იდეებს წარადგენენ. მსოფლიოს მასშტაბით ასობით არქიტექტორმა, გრაფიკულმა დიზაინერმა თუ უბრალოდ ტაძრის აღდგენით დაინტერესულმა პირმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი მეტად უჩვეულო და უცნაური აღმოჩნდა. სოციალურ მედიაში ისინი მალევე გახდა განსჯისა და კრიტიკის საგანი.