დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ, კირიონის განცხადებით, თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობები ასე გაგრძელდება, მეგობარი ქვეყანა კლასიკურ ოკუპანტად გადაიქცევა. მისივე თქმით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა და შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და რეალობა არათუ სასიკეთოდ იცველაბა, არამედ უფრო მძიმდება.