არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა - Palitra News

არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

2019-04-29 16:57:46+04:00

დავით გარეჯის მამათამონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის განცხადებით აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა, როცა მანამდე მხოლოდ 2 ადამიანი პატრულირებდა. მისივე თქმით, სიმშვიდეა იმ მხრივ, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ. თუმცა აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ ჩაკეტოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა. რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, არქიმანდრიტ კირიონის განმარტებით, მათი პასუხია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით "ინფორმაცია არ აქვთ"