გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამონასტო კომპლექსის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. არქიმანდრიტის თქმით ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. მისივე თქმით ტელევიზიებით მოსახლეობის მოტყუება ხდება თითქოს პრობლემა არ არსებობს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე.