საფრთხე, რომ ცეცხლი ბორჯომის ნაკრძალში გადავიდეს ან წაღვერს რაიმე დაემუქროს, არის ძალიან მინიმალური,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავაიძემ განუცხადა. რაც შეეხება სოფელ დაბას, ალავიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ყველა საფრთხე აბსოლუტურად მოხსნილია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია1500-მდე ცოცხალი ძალა, ქართული მხარიდან 60-მდე ერთეული ტექნიკა, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან 25-მდე ერთეული ტექნიკა.