შეშინებული ვარ, რომ პურ-პროდუქტების ფასი არ გაიზარდოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განუცხადა. დოლიძე ამ დროისთვის ვერ საუბრობს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ფასების ზრდას, თუმცა აცხადებს, რომ ფასებთან დაკავშირებით პურ-პროდუქტების ბიზნესის წარმომადგენლები ამ საკითხზე "დაფიქრებულები არიან".