არის ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი რადიო "თავისუფლების" დაცვის თანამშრომელი იყო, ჟურნალისტი არ არის-ამის შესახებ განათლების მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ შეუძლიათ საქმე გახსნან და ჭეშმარიტება დაადგინონ. მისივე შეფასებით, შეფასებით, ეს უბრალოდ "არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა".