ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ გინესის რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. ის პირველი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევრებმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბილბორდის ცხელ ასეულში წამყვანი პოზიციის დაკავება ყველაზე მეტჯერ მოახერხა. მას ასეთი სულ 5 სიმღერა აქვს, ესენია: Thank U, Next, 7 Rings, Stuck with U, Rain on Me და Positions.
არიანა გრანდეს, პირველივე კვირაში წარმატებული ნამუშევრებით, მერაია ქერი, დრეიქი, ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი და ტეილორ სვიფტი მოსდევენ. აღსანიშნავია, რომ არიანამ გინესის რეკორდის დამყარება ჯამში ოცჯერ მოახერხა.